FB IN

ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლინგვისტიკის დოქტორი

მიმართულება: ფილოლოგია; ენათმეცნიერება, ციფრული ჰუმანიტარია

ბიოგრაფია

ილიას სახელმიფო უნივერსიტეტი იწყებს სერიას  „ქალები მეცნიერებაში“ – გაგაცნობთ ილიაუნის ქალ მეცნიერებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით  საქმიანობაში. ისინი გიამბობენ, რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა უხდებოდათ სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხეს ამ წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა.

პირველ სერიაში გაგაცნობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დოქტორს, ენათმეცნიერს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს, რომელიც ენობრივი სამყაროს მკვლევარია და დღეს, მისი სამეცნიერო ცხოვრება, ჰუმანიტარიის, კერძოდ კი ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებას ეძღვნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტიპური საბჭოთა სტერეოტიპების ხანაში გავიზარდე, მათ შორის გენდერული სტერეოტიპების თვალსაზრისით, ისე მოხდა, რომ სასწავლო და კვლევით მიკროგარემოში ქალები ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ.

მათგან ორმა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა: თინა ყაუხჩიშვილი, რომელიც ბერძნულ ეპიგრაფიკას, ისტორიოგრაფიასა და არისტოტელეს პოეტიკას მასწავლიდა, ჩემთვის დღემდე რჩება ეპიგრაფიკაში, მათ შორის ციფრულ ეპიგრაფიკაში, შეუცვლელ მასწავლებლად, და ქალბატონი მზექალა შანიძე, რომელთან ურთიერთობამაც მართლაც ყველაზე მეტად განსაზღვრა ჩემი  გეგმები სწავლებასა და კვლევაში“.