ეკატერინე ბერიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: მედიცინა
„მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რომ გავაჩეროთ გამვლელი და ვთხოვოთ, დახუჭოს თვალები და წარმოიდგინოს მეცნიერი, დარწმუნებული ვარ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაინახავს სანდომიან, ლაბორატორიულ ხალათში გამოწყობილ მამაკაცს. გენდერული უთანასწორობის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას საქართველოში. მიუხედავად ამისა, ამ გარემოებას არ შეუშლია ჩემთვის ხელი მიმეღწია დასახული მიზნებებისთვის“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჟენევის უნივერსიტეტის ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ლანგერანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკური პროგრამის მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ბერიშვილი კარიერული წინსვლის, განვითარების, უკან არ დახევისა და დაბკლობების გადალახვის ისტორიას გვიზიარებს.