ნინო ჯავახიშვილი
პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით
მიმართულება: ფსიქოლოგია
„ახალგაზრდებს ვურჩევ, ჯგუფური მუშაობის სტილი შეინარჩუნონ და მუდმივად ეძიონ და ეცადონ, რომ ჩაიხედონ სიღრმეში და ერთობლივად, დისკუსიისა და მსჯელობის გზით მივიდნენ საინტერესო აღმოჩენებამდე“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით ნინო ჯავახიშვილი ბავშვობაში გაჩენილი უსაზღვრო ინტერესიდან საყვარელი პროფესიის აღმოჩენამდე განვლილი გზისა და მეცნიერად ჩამოყალიბების ისტორიას გვიზიარებს.