თამარ ცოფურაშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
მიმართულება: ფილოსოფია
“გენდერულ სტერეოტიპებს, პრინციპში, ჯერ კიდევ სკოლაში გადავაწყდი, როდესაც მაგალითად შრომის მასწავლებელმა გამოგვიცხადა რომ გოგონებს ბეჭდვას იმიტომ გვასწავლიდნენ, რათა დაგვებეჭდა ჩვენი კლასელი ბიჭების დისერტაციები, რომლესაც ისინი დაწერდნენ. მაშინ მახსოვს, რომ ძალიან გავბრაზდი და გულში ვიფიქრე, რომ მე ჩემს დისერტაციას დავბეჭდავდი.”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შუა საუკუნეების ფილოსოფიის მიმართულებით, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, SIEPM-ის (Société Internationale pour l’étude de la philosophie Médiévale) და მაისტერ ეკჰარტის საზოგადოების წევრი, თამარ ცოფურაშვილი ცხოვრებისეულ დაბრკოლებებზე, გავლილ გზასა და სამეცნიერო კარიერაზე მოგვითხრობს.