თინათინ კახნიაშვილი
პროფესორი ასტროფიზიკის მიმართულებით
მიმართულება: ასტროფიზიკა
ადრეული სამყაროს კოსმოლოგიის შესწავლისკენ გზა ადრინდელ ასაკშივე გამომჟღავნებული მათემატიკის სიყვარულით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფიზიკამ ჩაანაცვლა. ცნობისმოყვარეობამ და ინტერესმა იმ პერიოდში გაბატონებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და კლიშეებზე იმარჯვა და განვითარების სურვილით იტალიას, შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა.
დღეს კი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებს უზიარებს და ამავდროულად აქტიურად არის ჩართული კვლევით საქმიანობაშიც.
„ბევრ ჩემს მეგობარსა და მასწავლებელს მიაჩნდა, რომ ქალი ვერასდროს გახდება და არც უნდა იყოს მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ა.შ…. ახალგაზრდა გოგონებს, ვინც ფიქრობს მეცნიერობაზე, ვურჩევდი რომ არასდროს შეშინდნენ და თამამად გააგრძელონ სვლა, თავიანთი მიზნისკენ.“