11 თებერვალი მეცნიერი ქალების საერთაშორისო დღეა.

ილიას სახელმიფო უნივერსიტეტი კამპანიით „ქალები მეცნიერებაში“ – გაგაცნობთ ილიაუნის ქალ მეცნიერებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. ისინი გიამბობენ, როგორ დაინტერესდნენ მეცნიერებით, რატომ გადაწყვიტეს სამეცნიერო საქმიანობა, რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა უხდებოდათ სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხეს ამ წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა.